- Advertisement -

კაკულია ეკონომიკურ ზრდაზე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ეს ტენდენციები

646

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რომან კაკულიას შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ტემპი მთავრობის სწორ პოლიტიკას უკავშირდება.

"პირველ რიგში უნდა დავაკვირდეთ რა ძირითადმა ფაქტორებმა განაპირობა ეს. როდესაც ლარის კურსზე ვსაუბრობდით მაშინ ამის მიზეზად საგარეო ფაქტორები სახელდებოდა და როდესაც უკვე ყველაფერი დასტაბილურდა ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. როდესაც დღგ-სგან მიღებული შემოსავალი ზრდა გვაქვს, ეს არის უშუალოდ ინდიკატორი იმისა, რომ ეს აღმავალი გადასახადია. ასეთივე ოპტიმისტური მაჩვენებელია დარეგისტრირებული საწარმოების რაოდენობაზე. პრინციპში, ეს არ არის ის ციფრი, რომლითაც შეიძლება აღფრთოვანებაში ჩავვარდეთ, მაგრამ ეს არის მანიშნებელი იმის, რომ სწორი გზით მიდის მთავრობის კურსი, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს ტენდენციები და კიდევ უფრო მდგრადი გავხადოთ",- განაცხადა კაკულიამ.

Comments
Loading...