- Advertisement -

კაკულია: მიზანმიმართული ქმედებების კვალს ვხედავ, თუმცა, ბევრი საკითხი საპატრიარქომ შიგნით უნდა მოაგვაროს

21

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების შეფასებისას ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ თუ რამეა ამ პროცესებში პოზიტიური, ეს არის ის, რომ სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც კიდევ ერთხელ მოუწევს გადახედოს როგორც ერთმანეთთან ურთიერთობის როლს, ისე თავად საპატრიარქომაც გადახედოს თავის ფუნქციას და როლს ქვეყნის განვითარების პროცესში.
“მიზანმიმართული ქმედებების კვალს ვხედავ, თუმცა, ბევრი საკითხი საპატრიარქომ შიგნით უნდა მოაგვაროს და ყოველგვარი ჩარევა აქ ზედმეტია. ასევე, არის საკითხები, რაზეც საზოგადოება პასუხს მოითხოვს,“ – განაცხადა რომან კაკულიამ.
შეგახსენებთ: გუშინ, საპატრიარქოში  წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს, ხოლო წმინდა სინოდმა მეუფე იაკობს გაფრთხილება მისცა. ამასთან, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.
 
The post კაკულია: მიზანმიმართული ქმედებების კვალს ვხედავ, თუმცა, ბევრი საკითხი საპატრიარქომ შიგნით უნდა მოაგვაროს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...