- Advertisement -

კალაძე: არ ბნელა ქვეყანაში, არ არის მხოლოდ “პარტია რუსთავი 2”

368

"ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, პუშკინის სკვერის მიმდებარედ ავტოსადგომის მოწყობასთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს.

კალაძემ ასევე დეზინფორმაცია უწოდა თაბორის მთაზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მიწების მითვისების შესახებ ოპონენტების კიდევ ერთ ბრალდებას. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, თაბორის მთაზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარწყავი სისტემის მოწყობა მწვანე ნარგავებისთვის, ხოლო იმ პროექტის განხორციელებით, რომელიც ამ ტერიტორიაზე იგეგმება და გულისხმობს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას, ასევე, ულამაზესი მწვანე სივრცის შექმნას, თაბორის მთა გახდება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ევროპაში, სადაც თითოეულ თბილისელს შესაძლებლობა ექნება ავიდეს და განიტვირთოს.

„ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს ქალაქის წინსვლას და განვითარებას. ჩვენ ეკოლოგიასაც მოვაწესრიგებთ, ტარანსპორტსაც მოვაწესრიგებთ, შეიქმნება საპარკინგე სივრცეები. ის ძალიან მძიმე, არსებული ვითარება პარკირებასთან დაკავშირებით, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს შემოვიდა და კაბალური ხელშეკრულება იქნა გაფორმებული, ჩემი მერობის პირობებში სამართლებრივად დასრულდება. ასევე დავასრულებთ მიდგომებს, რომ მიზანმიმართულად ვრცელდებოდეს დეზინფორმაციები და პასუხის გამცემიც არ იყოს არავინ, ეს ძალიან საწყენია. არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ იცრუოს, მოიტყუოს და მოსახლეობაში შეიყავანოს შეცდომაში. მართლა არ ბნელა ქვეყანაში, არ არის მხოლოდ „პარტია რუსთავი 2“, არის სხვა შესაძლებლობებიც, არსებობს ინტერნეტი და სწორი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Comments
Loading...