თბილისის ახლადარჩეული მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიაში ბიუროკრატიული მანქანა უნდა დაინგრეს და ის თბილისელებზე მორგებული სამსახური უნდა გახდეს.
ამის შესახებ კალაძემ სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.;
არქიტექტურის სამსახურში გარკვეული ცვლილებები იქნება. რეფორმა განხორციელდება. რაც ყველაზე მთავარია ბიუროკრატიული მანქანა უნდა დავანგრიოთ, მერია უნდა გახდეს ადამიანებზე მორგებული სამსახური. ის უნდა ემსახურებოდეს თბილისს და თბილისელებს",- განაცხადა კალაძემ.