- Advertisement -

კალაძე გაზის ტარიფზე: დაველოდოთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას

454

"როგორც ვიცი, მარეგულირებელი კომისია მუშაობს ამ მიმართულებით და დაველოდოთ გადაწყვეტილებას" – ამის შესახებ ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა და "ქართული ოცნების "თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გაზის ტარიფთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის განცხადებით გაზის ტარიფის ცვლილება ბოლოს 2007 წელს მოხდა.

"თუ არ ვცდები, გაზის ტარიფი ბოლოს 2007 წელს იყო დადგენილი და მის მერე არ მომხდარა მისი გადახედვა, თუ არ ჩავთვლით 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 5 თეთრით შევამცირეთ ბუნებრივი აირის ფასი", -განაცხადა კახა კალაძემ

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მოხდეს სუბსიდირება, მერობის კანდიდატმა უპასუხა: "ვერ გეტყვით, ეს შეკითხვა ალბათ ენერგეტიკის მინისტრს უნდა დაუსვათ, თვითონ ფასებს რაც შეეხება დაველოდოთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას" -განაცხადა კახა კალაძემ.

Comments
Loading...