- Advertisement -

კალაძე: გუნდთან ერთად შევძლებ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც თბილისისთვის აქტუალურია

344

თბილისის მერი კახა კალაძე პირობას დებს, რომ საკუთარ გუნდთან ერთად შეძლებს იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც დედაქალაქისთვის აქტუალურია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა და ისიც, თუ რამდენი რამაა დედაქალაქში გასაკეთებელი.

"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრბაში. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რომ შენი ქვეყნის დედაქალაქის არჩეული მერი ვარ. ამავდროულად, კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი, რამდენი არის გასაკეთებელი, რამდენია სამუშაო და შესაბამისად, გუნდთან ერთად ჩვენ შევძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც დღეს ქალაქისთვის აქტუალურია",-განაცხადა კალაძემ. 

Comments
Loading...