- Advertisement -

კალაძე: ვაშაძე ერთადერთი ოპონენტი იყო წინასაარჩევნო პერიოდში, ვინც საქმეზე საუბრობდა

392

თბილისის ახლადარჩეული მერის კახა კალაძის განცხადებით, "ახალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე ერთადერთი ოპონენტი იყო, რომელიც წინასაარჩეწვნო კამპანიის განმავლობაში საქმეზე საუბრობდა.

"უნდა ვიყოთ აბსოლუტურად გახსნილები. ეს ქალაქი მარტო ჩემი ან პარტია "ქართული ოცნების" საკუთრება არ არის. ეს ქალაქი ყველას გვიყვარს, შესაბამისად, მინდა ყველას მიეცეს საშუალება, ვისაც ამის სურვილი აქვს და გააჩნია ხედვები. ჩვენ ამას განვიხილავთ და თუ ღირებული იქნება ქალაქისთვის, რა პრობლემაა. მე ვიქნები აბსოლუტურად ღია, გახსნილი და მზად ვარ თანამშრომობისთვის, ვისაც მართლა უყვარს ეს ქალაქი. გიორგი ვაშაძე დებატების დროს ერთადერთი ოპონენტი იყო, ვინც საუბრობდა საქმეზე. ნამდვილად საწყენი იყო ის, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ოპონენტები საუბრობდნენ ჩემზე და გამოირჩეოდა ვაშაძე, რომელიც საუბრობდა კონკრეტულ პროექტებზე",- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ცესკოს წინასწარი მონაცემებით თბილისისი მერობის კანდიდატების მიღებული ხმების რაოდებონა ასე გადანაწილდა:

კახა კალაძე (ქართული ოცნება) – 51,13 %,

ალეკო ელისაშვილი(დამოუკიდებელი კანდიდატი) – 17,49 %

ზაალ უდუმაშვილი(ნაციონალური მოძრაობა) – 16,53 %

ელენე ხოშტარია(ევროპული საქართველო) – 7,12 %

ირმა ინაშვილი(პატრიოტთა ალიანსი) – 3,02 %

გიორგი ვაშაძე(ახალი საქართველო) – 1,95 %

კახა კუკავა(თავისუფალი საქართველო და დემოკრატიული მოძრაობის ბლოკი) – 1,26 %

გიორგი გუგავა(ლეიბორისტული პარტია) – 0,96 %

თენგიზ შერგელაშვილი(შენების მოძრაობა) – 0,25 %

ლაშა სტურუა – 0,1 %

გიორგი ლილუაშვილი – 0,09 %

დავით შუკაკიძე – 0,05 %

ნიკოლოზ სანებლიძე – 0,05 %,

Comments
Loading...