- Advertisement -

კალაძე: ვინ უშლის მამუკა ხაზარაძეს, ჩაებას ქვეყნის განვითარებაში?!

7

“რატომ უნდა შეეზღუდოთ სხვა ინვესტორებს წყალტუბოში ინვესტიციების განხორციელება? – პირიქით, განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ყველას, ვისაც სურვილი ექნება, თავისუფლად შეეძლება დაუდგეს ბიძინა ივანიშვილს გვერდით, რაიონს, ქვეყანას. ვინ უშლის მამუკა ხაზარაძეს, რომ განახორციელოს ინვესტიციები და ჩაებას ქვეყნის განვითარებაში? ამის არანაირი პრობლემა არ არსებობს. ის კონკრეტული ობიექტები, რაზეც საუბარი იყო, დღეს კერძო საკუთრებაშია და იქ არაფერია გაკეთებული. ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც წყალტუბოსთვის, ასევე რეგიონისთვის. ჩვენი ქვეყანა მდიდარია ასეთი ადგილებით და ამ ყველაფერს მოვლა-პატრონობა, გაკეთილშობილება სჭირდება. მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ამას. რატომ ვერ ან არ გააკეთეს კონკრეტულმა ინვესტორებმა ეს პროექტები, შეგიძლიათ ეს კითხვები ამ შენობა-ნაგებობების მფლობელებს დაუსვით.
ჩემი პოზიციაა ის, რომ მივესალმები ბიძინა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებას. წყალტუბო თავისი ინფრასტრუქტურით, ისტორიით უმნიშვნელოვანესი ადგილია. ვისაც სურვილი და რესურსი აქვს შეუძლია წყალტუბის აღორძინების თანამონაწილე გახდეს. არანაირი პრობლემა არ იქნება, პირიქით, უკეთესი იქნება და ერთ ადამიანს არ დააწვება ტვირთად ეს ყველაფერი”,- განაცხადა კალაძემ.
The post კალაძე: ვინ უშლის მამუკა ხაზარაძეს, ჩაებას ქვეყნის განვითარებაში?! appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...