- Advertisement -

კალაძე: ვცდილობთ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ

280

თბილისის მერია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ, მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა აღმოუჩინონ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ უფასო სასადილოებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, უფასო სასადილოების დაფინანსების კუთხით, მომავალი წლის ბიუჯეტში ცვლილებები არ იგეგმება.

„გამოყოფილ თანხებს რაც შეეხება, რაც წლევანდელ ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული, ის თანხები დარჩება, თუმცა სამომავლოდ, თუ რაიმე ოპტიმიზაცია იქნება შესაძლებელი, რა თქმა უნდა, თანხები ამ მიმართულებით მიიმართება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის პოლიტიკა მოქალაქეებსა და მათ კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.

„შესაბამისად, თუ ამ მიმართულებით რაიმე ხარვეზი არსებობს, მომდევნო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
 

Comments
Loading...