- Advertisement -

კალაძე: თბილისი მარტო ჩემი არაა, მზად ვარ ოპონენტებთან თანამშრომლობისთვის

352

თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე მზად არის თბილისის მერობის სხვა კანდიდატებთან ითანამშრომლოს.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ თუ რაიმე სასარგებლო იდეა იქნება რომელიმეს მხრიდან, ეს მხოლოდ ქალაქს წაადგება.

"ყველასთან მზად ვარ თანამშრომლობისთვის. ელენესთან, ზაალთან, ალეკოსთან, იგივე ვაშაძესთან. ეს ქალაქი არ არის მარტო ჩემი ან "ქართული ოცნების". ვისაც ექნება სურვილი, მზად ვარ თანამშრომლობისთვის, არ აქვს მნიშვნელობა კანდიდატი იქნება, თუ სხვა ვინმე. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ გავაკეთეთ სრულყოფილი პროგრამა, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდება"- განაცხადა კალაძემ.

Comments
Loading...