- Advertisement -

კალაძე: მადლობა თბილისის მოსახლეობას, რომელიც შემოუერთდა ჩვენს საახალწლო გამოწვევას

302

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

''ახლახან დასრულდა სადღესასწაულო ღონისძიებები და მინდა მადლობა გადავუხადო მერიის თითოეულ თანამშრომელს, ადმინისტრაციას, კულტურის და სპორტის საქალაქო სამსახურებს, უსაფრთხოებას, კეთილმოწყობას, თბილსერვისს, ათივე გამგეობას და გამგებლებს, რადგან ათივე რაიონში ჩატარდა საახალწლო ღონისძიებები და თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ასევე, მადლობას ვუხდი კერძო სექტორს – განსაკუთრებით, იმ 17 კომპანიას, რომელმაც ქალაქის მთავრობასთან ერთად იზრუნა საახალწლო ღონისძიებებზე და მორთო სკვერები და პარკები საახალწლო ილუმინაციებით. ნამდვილად სასიამოვნოა, რომ კერძო სექტორთან შედგა თანამშრომლობა, ძალიან დიდი იყო მასშტაბები და ამისთვის ყველა იმ კომპანიას, რომელიც მონაწილეობდა საახალწლო ღონისძიებებში და ქალაქის მორთვაში, ძალიან დიდი მადლობა.

მადლობა თბილისის მოსახლეობას, რომელიც შემოუერთდა ჩვენს საახალწლო გამოწვევას და სხვადასხვა უბანში არაერთი აივანი მოირთო სადღესასწაულო დეკორაციებით. ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით წლევანდელი ახალი წელი და მომავალშიც ჩვენ მოგვიწევს თანამშრომლობა იმ მნიშვნელოვან პროექტებში, რომელიც დაგეგმილი გვაქვს ქალაქში'', – განაცხადა კახა კალაძემ.
 

Comments
Loading...