- Advertisement -

კალაძე მეტროში ჭერის ჩამონგრევაზე: მიხარია, რომ დღეს გაცილებით მძიმე შედეგებზე არ გვიწევს საუბარი

302

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, გუშინ მეტრო "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"მოხარული ვარ, რომ დღეს გაცილებით მძიმე შედეგებზე არ გვიწევს საუბარი. თუმცა, ფაქტი რაც მოხდა ძალიან სამწუხაროა. მეტროსადგურის მუშაობას რაც შეეხება დილის 06:00 საათზე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს მეტროსადგური "ვარკეთილი",- განაცხადა კალაძემ.

გუშინ, მეტრო "ვარკეთილში" ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადად 14 ადამიანი დაშავდა.

Comments
Loading...