- Advertisement -

კალაძე მშობლებს: კატეგორიულად ვითხოვთ, წარმოადგინეთ ბაღებში ბავშვის ჯანმრთელობაზე ცნობა

354

"ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ მშობლებმა ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცნობა წარადგინონ",- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბაღებში კონტროლის მექანიზმის გაკაცრების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კალაძე ამბობს, აღნიშნულმა მოთხოვნამ მშობლებში უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მისივე თქმით, ბავშების უსაფრთხოება ყველაზე პრიორტეტულია.

"რაც შეეხება შემოწმებას, ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ მშობლებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ამან რა თქმა უნდა გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვი მშოლებში, თუმცა, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი მოსვლის პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ზოგადად უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საუბარია პატარებზე და ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობაზე", – განაცხადა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, ჩუთყვავილას ინფექციით თბილისის №56 ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა.

Comments
Loading...