- Advertisement -

კალაძე “ნაცმოძრაობას”: თქვენ ქვეყნის მართვის კი არა, მგზავრის ლიცენზიაც ჩამოგართვათ მოსახლეობამ

181

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 

"არ მქონდა უფლება არ გამოვხმაურებოდი ერთ-ერთ ფაქტს, საქმე ეხება სატელევიზიო სიუჟეტს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულმა ტელევიზიამ „რუსთავი 2“ მყავს მხედველობაში, რომელმაც 9 საათიან „კურიერში“ გაუშვა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ტაქსების ლიცენზირების საკითხს.

ფაქტობრივად სიუჟეტი აწყობილი იყო სიცრუეზე. მე მგონი, რომ ეს სიახლე არ არის. ჩვენ შეჩვეული ვარ ამ პარტიული ტელევიზიის ასეთ სიუჟეტებს. ძირითადად მათი საინფორმაციო გამოშვებები დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე.

მათ მოისურვეს გაეკეთებინათ სიუჟეტი ტაქსების ლიცენზირებაზე და საუბრობდნენ, რომ თითქოს მე გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ლიცენზირების პროცესში ჩვენ აუცილებლად გადავამოწმებთ ტაქსის მძღოლების წარსულს და ა.შ.

პირველი – ეს არის დიდი სიცრუე და ტყუილი. მე ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ: არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ დედაქალაქის მოსახლეობა და ზოგადად ქვეყნის მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში. არის უამრავი შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი და ზუსტი ინფორმაცია.

რატომ გადავწყვიტე ამაზე გამეკეთებინა რეაგირება? იმიტომ რომ ამას უყურებს მოსახლეობა, ისმენს ადამიანები, ვინც დაკავებულია ყოველდღიურ მუშაობით, არის მძღოლები და მათი პროფესია არიას „ტაქსაობა“.

რაც შეეხება ჩვენს რეფორმას, რომელიც დავაანონსეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დავარეგულიროთ ეს მიმართულება და მწყობრში მოვიყვანოთ, შესაბამისად ლიცენზირებაზე როცა ვსაუბრობთ, ყველა ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში ეს არის მიღებული და ნორმალური პროცესია. რა თქმა უნდა, ახალს არაფერს ვიგონებთ და ამ რეფორმას განვახორციელებთ ეტაპობრივად. პირველი, ეს არის ლიცენზირება, აღირიცხოს თუ რა რაოდენობა არის ქვეყანაში. რა თქმა უნდა, როგორც ყველა განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში, როცა მგზავრი ჯდება მანქანაში იქვე არის წარმოდგენილი სახელი, გვარი, ვინ არის ტაქსის მძღოლი. შესაბამისად, ამას ვერაფერი შეაჩერებს აღუდგება. უბრალოდ, გულდასაწყვეტია, როცა ეს კონკრეტული პარტიული ტელევიზია ყველაფერს აკეთებს… დააკვირდით, ყველა ჩენი წამოწყება, ჩვენი განხორციელებული რეფორმა, როგორი მიდგომები მათი მხრიდან და როგორი სიუჟეტები კეთდება.

გულდასაწყვეტია, რომ ეს ადამიანები და დაჯგუფება ეწინააღმდეგება ქვეყნის განვითარებას, ქალაქის მოწესრიგებად და ხალხის კეთილდღეობას.

მე ერთი რამე შემიძლია ვუთხრა ამ წარსულში ჩარჩენილ ოპოზიციურ დაჯგუფებას, თავისი ლიდერის ჩათვლით. თქვენ, ქვეყნის მართვაში კი არა, ზოგადად მოვლენების მგზავრად ყოფნის ლიცენზია ჩამოგართვათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ“. 

Comments
Loading...