- Advertisement -

კალაძე ნუცუბიძის ფაქტზე: ჩემი ინფორმაციით, პატრული მოქმედებდა კანონის ფარგლებში

362

"ჩემი ინფორმაციით პატრული მოქმედებდა კანონის ფარგლებში, ყველა სხვა დეტალს გამოძიება დაადგენს", – ამის შესახებ თბილისის მერობის კანიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა. მან კომენტარი გააკეთა ნუცუბიძის ქუჩაზე მომხარ ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც დაკავებუის დროს ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს ნუცუბიძის პლატოზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი, დაკავების დროს ადგილზე გარდაიცვალა.

ფატთან დაკავშირებით შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ "შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დაიწყეს, რა დროსაც მათთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირის, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, იგი უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა."

Comments
Loading...