- Advertisement -

კალაძე: პუშკინის მოედნის ავტოსადგომი გადაეცა საინვესტიციო ვალდებულებით შესაბამის კომპანიას

375

"დღეს მინდა გამოვეხმაურო იმ უსამართლო განცხადებებს და არასწორ ინფორმაციას, რომელსაც ე.წ ოპოზიცია, კონკრეტულად ორივე "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს, იმასთან დაკავშირებითლ რომ პუშკინის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომი თითქოს და საჩუქრად გადაეცა ბიძინა ივანიშვილს", – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე facebook live-ში აცხადებს. მისი თქმით, პუშკინის მოედნის ავტოსადგომი გადაეცა საინვესტიციო ვალდებულებით შესაბამის კომპანიას, რომელიც იღებს ვალდებულებას, რომ გააკეთებს მიწისქვეშა ავტოპარკინგს.

"ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, მიზანმიმართული დეზინფორმაცია. პუშკინის მიმდებარე ტერიტორიაზე არის არსებული ავტოსადგომი და კონკრეტული ფართი გადაეცა საინვესტიციო ვალდებულებით შესაბამის კომპანიას. რომელმაც აიღო ვალდებლება რომ გააკეთებს მიწისქვეშა პარკინგს. ასე, რომ დაახლოებით მილიონზე მეტი უნდა დაიხარჯოს იმისთვის, რომ მიწისქვეშა პარკინგი მოეწყოს, დაახლოებით 10 ლოკაციაა ქალაქში მონიშნული და ამ ათიდან ეს არის ერთ-ერთი", – განაცხადა კალაძემ.

Comments
Loading...