- Advertisement -

კალაძე: სწორი მოდელია, როცა პარკინგის მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს

423
თბილისის მერობის კანდიდატმ კახა კალაძემ აღნიშნა, რომ სწორი მოდელია, როცა პარკინგის მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს.
 
„როგორც მოგეხსენებათ, წლების წინ გაფორმდა მიუღებელი და არასწორი ვალდებულებებით დატვირთული ხელშეკრულება, რამაც თბილისელებს რეალურად მოუტანა ძალიან ბევრი ჯარიმა და ნაკლები ადგილი პარკირებისთვის. თბილისის საცობების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასწორი, ქაოტური პარკირება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობაა.
 
პარკინგის მართვა ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული ადგილების შემოხაზვა, მონიშვნა თეთრი საღებავით და არც თუნდაც ჯარიმების გამოწერა. 
მე მგონია, რომ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ რაც უფრო ნაკლები მანქანის გასაჩერებელი ადგილი იქნება ქალაქში, მით უფრო მეტ ჯარიმას გამოწერს კერძო კომპანია. ეს, შეიძლება ითქვას, ინტერესთა კონფლიქტია.
 
ჩვენ ვისმენთ შეუსწავლელ, პოპულიზმისკენ მიმართულ ვერსიებს – ხან ახალი კომპანიის შემოსვლაზე, ხან ბიუჯეტიდან ვიღაცის გასტუმრებაზე, რაც, მგონია, რომ კიდევ უფრო დააწვება თითოეულ თბილისელს ჯიბეზე. რეალურად ეს არის თბილისელების დისკომფორტის გადამისამართება ერთი კომპანიიდან მეორეზე და არა იმ პრობლემის რეალურად აღმოფხვრა, რომელიც აწუხებს თბილისს და თბილისელებს. ამიტომაც, საჭიროა საკითხის მიმართ სწორი სამართლებრივი და კომპლექსური მიდგომა და სწორი გამოსავლის პოვნა.“ – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
Comments
Loading...