- Advertisement -

კალაძე ტაქსებზე: ულიცენზიოს და უნებართვოს, ყველას დავაჯარიმებთ!

8

“პირველი ოქტომბრის შემდეგ, ყველა ის ტაქსის მძღოლი, რომელიც ჩვენს რეგულაციას არღვევდა, დარღვევით ემსახურებოდა ქალაქის ოსახლეობას, რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ ჯარიმების გადახდა. მინდა მოვუწოდო მათ. ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ ხელს, ყველა პირობას ვუქმნით, რომ შეძლონ ლიცენზირებული მომსახურება. მათ აქვთ 2 არჩევანი ან A კატეგორია, ან B კატეგორია. ამ ლიცენზიის გარეშე, ნებართვის გარეშე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას დავაჯარიმებთ”-განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმები მოეხსნებათ. ამის თაობაზე გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო, რომელიც ჯარიმების ჩამოწერას ერთჯერადი საკანონმდებლო აქტით გეგმავს.
ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს, პირველ ოქტომბერს ამოქმედდა.
A კატეგორიის თეთრი ფერის ტაქსის მძღოლებს უფლება აქვთ, მგზავრები ქუჩაში აიყვანონ. ამ კატეგორიის ტაქსებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და უბანში, ყოველგვარი გადასახადის გარეშე ისარგებლონ უფასო პარკინგით. A კატეგორიის ტაქსებს ასევე შეუძლიათ ავტომობილზე სარეკლამო ბანერების განთავსება.
A კატეგორიისგან განსხვავებით, მხოლოდ კომპანიებთან თანამშრომლობისა და გამოძახებით მუშაობის უფლება აქვთ B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს.
მანქანის ფერთან და საჭესთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, A კატეგორიის ტაქსებისთვის ჯარიმები ამოქმედდება.
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს უფლებას აქვთ, B კატეგორიაში გააგრძელონ მუშაობა 2021 წლის პირველ იანვრამდე.
The post კალაძე ტაქსებზე: ულიცენზიოს და უნებართვოს, ყველას დავაჯარიმებთ! appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...