- Advertisement -

კალაძე: შევქმნით პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც თბილისელები ქალაქის განვითარებაში ჩაერთვებიან

296

დღეს თბილისის ყოფილი მერმა დავით ნარმანიამ თავის ბოლო ანგარიშს წარადგენს მერის რანგში. ის იმ პროექტებზე საუბრობს, რომელის თბილისში 3 წლის განმავლობაში გაკეთდა.

ანგარიშის დასრულების შემდეგ თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ დავით ნარმანიას მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, იმაში რომ ის პროექტები, რომელიც იყო ჩვენი მხრიდან გაჟღერებული, ის პრობლემები რომლებიც აქტუალურია დღეს თბილისისთვის, თბილესელებისთვის, იქნეს მოგვარებული. რა თქმა უნდა ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა და ჩვენ, ჩვენი გუნდით მზად ვართ ამისთვის, მზად ვართ შევეჭიდოთ იმ გამოწვევებს, იმ პრობლემებს, რომელიც დღეს აწუხებს დედაქალაქს, მაგრამ მინდა ვთხოვო ჩვენი ქალაქის მოსახლეობას, რომ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები ქალაქის წინსვლაში, ქალაქის განვითარებაში.

ამის პლატფორმებს ჩვენ შევქმნით, ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ მათი ჩართულობა იყოს შესაძლებელი სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც კონტროლი, თუნდაც პროექტების განხორციელება. თუნდაც მათ გადაწყვიტონ საკუთარ უბანში რომელი პროექტი უნდა იყოს პრიორიტეტული და რომელი უნდა განხორციელდეს პირველი. და მე მჯერა რომ მსგავსი მიდგომებით თბილისი ნამდვილად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი და იმას კი არ იტყვიან, რომ ეს მერიამ და კალაძემ გააკეთა იტყვიან, რომ ჩვენ ერთად გავაკეთეთ. მინდა დათოს ძალიან დიდი წარმატებები ვუსურვო და მადლობა ვუთხრა იმ გაწეული შრომისთვის, რომელიც მან განახორციელა", -განაცხადა კალაძემ. 

Comments
Loading...