- Advertisement -

კალაძე: ჩემთვის მიუღებელია პოლიტიკური შეხედულებების გამო კონცერტებზე მომღერლების არმიწვევა

302

"ჩვენ საბოლოოდ უნდა დავანგრიოთ ის სტერეოტიპი, რომ რაღაც გარკვეული პოლიტიკური შეხედულებების გამო ხდებოდა მომღერლების არჩევა ან არმოწვევა საახალწლო კონცერტებზე",- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მნიშვნელოვანია, რომ წელს საახალწლო კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ძალიან ბევრი მომრერალი. ჩვენ საბოლოოდ უნდა დავანგრიოთ ის სტერეოტიპი, რომ რაღაც გარკვეული პოლიტიკური შეხედულებების გამო ხდებოდა მომღერლების არჩევა ან არმოწვევა საახალწლო კონცერტებზე და ეს მავნე პრაქტიკა პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის არის მიუღებელი. გპირდებით, რომ წელს თქვენთვის ძალიან ბევრი საყვარელი მომღერალი იმღერებს",- განაცხადა კალაძემ.

Comments
Loading...