- Advertisement -

კალაძე: ჩემი მიზანია თბილისის მერია გახდეს მოქნილი, მოქალაქეებზე მეტად ორიენტირებული უწყება

299

კახა კალაძემ მერიაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს მერიის სისტემური და ეფექტიანი მმართველობის მიზნით სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად საჭირო ქმედებები დაავალა.

"სისტემური და ეფექტიანი მმართველობის ეფექტიანობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას ვგეგმავთ. ვავალებ მერიის სტრუქტურულ ერთებულებს, რაიონის გამგეობებს, არქიტექტურის სამსახურს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, ქონების მართვის საგენტოს, თბილისის სატრანსფორტო კომპანიას, თბილის სერვისის ჯგუფს, თბილისის განვითარების ფონდს, თბილისს განვითარების სააგენტოს, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს, მერიის სისტემური და ეფექტიანი მმართველობის მიზნით სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად საჭირო ქმედებებს.

ჩვენი მიზანია თბილისის მერია გახდეს მოქნილი, მოქალაქეებზე მეტას ორიენტირებული უწყება დაგეგმილი რეფორმაც სწორედ ამას ემსახურება. პროცესი იქნება აბასოლუტურად ღია, და კონკრეტული სიახლეების სესახებ ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას", – განაცხადა კალაძემ. 

Comments
Loading...