"დღეს ჩვენ ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას მთელი საქართვეოს მასშტაბით და ვიმყოფებით აქ, საქართველოს მეორე დედაქალაქში, ისტორიულ ქუთაისში, ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეებს უძველესი დროიდან მოგვყვება დამოუკიდებლობის აღმშენებლობის და მომავლიკსენ სწრაფვის ჟინი. არასდროს დაგვიხევია უკან შინაური თუ გარეული მტრის წინაშე და არასდროს შევუშინებივართ პრობლემებს, ასე იყო ადრეც, ასეა ახლაც და ასე იქნება მომავალშიც.", – ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ქუთაისში კანიდატების წარდგენის დროს, სიტყვით გამოსვლისას აცხადებს.
"დღეს თანამედროვე საქართველში თვითმართველობის სწორად ორგანიზება და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ძლიერი თვითმართველობა ძლიერი საქართველოა, ჩვენი ქვეყნის ძლიერება დამოკიდებულია ეკონომიკურ წინსვლაზე, ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე, დემოკრატიულ განვითარებაზე, ძლიერ თვითმართველობაზე და მთლიანობაში შემდგარი თვითკმარი საზოგადოების მოტივაციაზე ააშენოს ქვეყანა, იყოს პროგრესის შემადგენელი ნაწილი, ჩვენ ვმუშაობთ და მომავალშიც ვიმუშავებთ, რომ ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურენობა გახდეს უფრო სრულყოფილი და ხელმისაწვდომი თვითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის, რომ ხელის შევუწყოთ ასევე ახალი სამუშაო ადგილებს შექმნა.
"ქართული ოცნება" ეს არის გუნდი, რომელიც ქმნის საქართველოს რეალობას პერსპექტიულს და პროგრესულს, ჩვენი ოცნებაა ჩვენს შვილებს ჰქონდეთ ისეთი საქართველო რომელიც საუკეთესო ქვეყანა იქნება მთელს მსოფლიოში, მშვიდი, უზრუნველყოფილი და განვითარებული. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", – განაცხადა კახა კალაძემ,