- Advertisement -

კანდელაკი: აშშ-ის გადაწყვეტილება აჩვენებს საქართველოს ვინ უდგას გვერდში, ვინ – არა

21

როგორც გიორგი კანდელაკმა აღნიშნა მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მომავალში იმუშაოს, რომ ეს დოკუმენტი რეალურ პოლიტიკურ პრობლემაში გადაიზარდოს ოკუპანტისთვის.
„როცა საოკუპაციო ხაზის გადმოწევა მოხდება ან ადამიანის უფლებების დარღვევა, ეს ყველაფერი რეალურ პრობლემად უნდა გადაიზარდოს ოკუპანტისთვის. რუსეთის მიმართ სანქციების თაობაზე „ევროპული საქართველოს“ რეზოლუციას ხელისუფლებამ ჯვაროსნული ომი გამოუცხადა, მაგრამ ჩვენი დოკუმენტი სანქციების ნაწილში საქართველოს მხარდამჭერი აქტის სულისკვეთებას მთლიანად იზიარებს. პრინციპული ტესტია, საქართველოს მთავრობა ამერიკასთან იმუშავებს თუ არა, რომ აქტის სულისკვეთება გადაიზარდოს რუსეთის მიმართ პრობლემაში და სანქციები დაწესდეს და ქაღალდზე არ დარჩეს“, – განაცხადა კანდელაკმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) 2019 წლის 16 იანვარს წარადგინეს
The post კანდელაკი: აშშ-ის გადაწყვეტილება აჩვენებს საქართველოს ვინ უდგას გვერდში, ვინ – არა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...