- Advertisement -

კანდელაკი: ვინც ლუჟკოვის საქართველოში შემოსვლაზე გადაწყვეტილება მიიღო, პასუხი უნდა აგოს

530

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო" შსს-სგან იური ლუჟკოვის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით განმარტებებს მოითხოვს. განცხადება ამის შესახებ  გიორგი კანდელაკმა გააკეთა. 

"ბატონი ლუჟკოვი წლების განმავლობაში ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული იყო ერთ-ერთი აქტიური მედროშე აფხაზეთის ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობისა, ერთ-ერთი აქტიური მედროშე იმისა რომ იქ არასდროს დაბრუნდნენ ჩვენი დევნილები და არ აღიდგინონ საკუთარი საკუთრების უფლებები. იგი არ სცემს პატივს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. მას კერძო საკუთრებაც გააჩნია აფხაზეთში.

იგი არაერთხელ არის ნამყოფი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და თავისთავად მისი საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოშვების ფაქტი არის დანაშაული, იმიტომ რომ არის დარღვევა ჩვენი კანონისა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და მოუწოდებთ შინაგან საქმეთა მინისტრს რომ გააკეთოს განმარტება იმასთან დაკავშირებით ვინ მიიღო ამ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ კანონის დარღვევის გადაწყვეტილება და ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება უნდა დატოვოს თანამდებობა და აგოს პასუხი.

Comments
Loading...