- Advertisement -

კანდელაკი: უსუფაშვილი არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი იყო

637

"მოძრაობა თავისუფლებისთის-ვეროპული საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი არაფორმალური მმართველობის შესახებ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, დავით უსუფაშვილი ამ არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი იყო და თავადაც არის პასუხისმგებელი ქვეყნის ამ მძიმე მდგომარეობაში შეყვანაზე.

"დიახ, ნამდვილად არაფორმალური მმართველობაა ჩვენს ქვეყანაში. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი წყვეტს ყველა საკითხს. გადაწყვეტილება მის გარეშე არც მიიღება. უცხოელი პარტნიორები შეშფოთებულნი არიან, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ფორმალურად საქათველოს მთავრობაში არ არსებობს იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრი ვერ იღებს თუნდაც რუტინულ გადაწყვეტილებებს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ დღეს უფრო მეტ ადამიანს უჭირს ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე გასულ წლებში",- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისათვის, დავით უსუფაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, რომ ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალურ მმართველობაში ყოველთვის მონაწილეობდა.

Comments
Loading...