- Advertisement -

კანდელაკი: ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა რუსეთისთვის კომფორტის შექმნაში მდგომარეობს

460

"ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა მდგომარეობს რუსეთისთვის, ოკუპანტი სახელმწიფოსთვის კომფორტის შექმნაში",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა აფხაზეთში საზენიტო დანადგარების განთავსების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

"ბოლო პერიოდში, რუსეთი დგამს აგრესიულ და მტრულ ნაბიჯებს, აღრმავებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და ამის საპირისპიროდ შემაშფოთებელია, რომ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე საქართველოს მთავრობა არ აკეთებს პრაქტიკულად არაფერს. მაგალითად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ჩასულა ვიზიტით ამ საკითხების ირგვლივ ყურადღების მობილიზების მიზნით არც ერთ მნიშვნელოვან დედაქალაქში, მას არ განუხორციელებია ზარი არც ერთ მსოფლიო ლიდერთან იმისათვის, რომ მოხდეს ამ საკითხის ირგვლივ დარაზმვა საერთაშორისო თანამეგობრობისა და სწორედ ამის შედეგია ის, რომ როცა მსოფლიო ლიდერები საუბრობენ რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ და იმაზე თუ როგორ უნდა დაეხმარონ უკრაინას ამ აგრესიისგან თავის დასაცავად, ისინი სამწუხაროდ, აღარ ახსენებენ საქართველოს. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა მდგომარეობს რუსეთისთვის, ოკუპანტი სახელმწიფოსთვის კომფორტის შექმნაში",- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

Comments
Loading...