- Advertisement -

კანცელარიასთან ჰომოფობიასთან ბრძოლის სართაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს

469

დღეს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რასთანაც დაკავშირებით მთავრობის ადმინიტრაციასთან აქცია მიმდინარეობს.

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს, ისინი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. მათ მოტანილი აქვთ პლაკატები წარწერით – "სიძულვილი ბადებს აგრესიას, აგრესია ბადებს ძალადობას, ნუ დადგები ძალადობის მხარეს". აქციაზე აგრეთვე იმყოფებიან ტრანსგენდერი ადამიანები, რომლებიც მთავრობას მოუწოდებენ, რომ დაგმონ ძალადობა.

აქციაში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაციები "თემიდა", "ვიზგი", "თანასწორობის მოძრაობა", "იდენტობა".

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე თავდაპირველად აიდაჰოს კომიტეტმა დააფუძნა; მიზანი სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიული ქმედებების კოორდინირება იყო, აგრეთვე ამ დღის მხარდაჭერა და ოფიციალური აღიარება. თარიღი არჩეულ იქნა სიმბოლურად, სწორედ ის დღე, როდესაც 1990 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.

Comments
Loading...