- Advertisement -

კაპანაძე: კომისია უფლებამოსილია მუშაობის ეტაპზე გასცეს როგორც რეკომენდაციები, ასევე დასკვნები

197

ამის შესახებ პარლამენტში დროებითი საგამოძიები კომისიის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.


"დღეს ჩვენ კომისიაზე განვიხილავთ რეკომენდაციებს, რომელიც ჩვენს მიერ იქნა შეთავაზებული კომისიისთვის, ასევე გვექნება ზვიად კუპრავას და შემდეგ შს სამინისტროს წარმომადგენლების მოსმენა. ეს რეკომენდაციები გამომდინარეობს პარლამენტის რეგლამენტიდან და კომისიის დებულებიდან, შესაბამისად, სრულ თანხვედრაშია დებულებაში არსებულ მუხლებთან და ეს არის ცალსახა. შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს რომელიღაც მუხლზე კონკრეტული ინტერპრეტაცია, მაგრამ ფაქტია და დებულებიდან გამომდინარე იმ რეკომენდაციის გაცემა, რომელიც ჩემს მიერ არის შეთავაზებული, კომისიას ნამდვილად შეუძლია.

არ არის აუცილებელი, რომ რეკომენდაციები აუცილებლად გაიცემოდეს მხოლოდ დამხოლოდ კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ. სამი თვის თავზე ჩვენ გვექნება საბოლოო დასკვნა, რომელშიც ასევე იქნება რეკომენდაციები. კომისია უფლებამოსილია თავისი მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე გასცეს როგორც რეკომენდაციები, ისე გარკვეული დასკვნები, ესეც პარლამენტის რეგლამენტიდან და ამ კომისიის დებულებიდან გამომდინარეობს. ეს რეკომენდაციები გამომდინარეობს საქმის იმ მასალებიდან, რომელიც გადმოგვეცა სამუშაოს დასაწყისში, ამიტომ რამდენიმე კვირის თავზე რეკომენდაციის გაცემა არამც და არამც არ არის ნაადრევი. რაც შეეხება ზვიად კუპრავას მოსვლას, ეს არის ტექნიკური საკითხი, თუ როდის მოვა ის. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ წინა სხდომაზე და კომისიის არც ერთი წევრი არ ყოფილა წინააღმდეგი", – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
 

Comments
Loading...