- Advertisement -

კაპანაძე: მიწის უცხიელებზე მიყიდვის აკრძალვით გლეხს კრედიტი გაუძვირდება

503

"ამ პოპულისტური ნაბიჯით , გამოწვევენ მიწის ფასის გაძვირებას და ჯამში ეს უფრო გააღარიბებს საქართველოს მოსახლეობას"- ამის შესახებ "ევროპული საქართველო" წარმოამდგენელმა სერგი კაპანაძემ მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის აკრძალვის საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

"ამ ცვლილებების შედეგად მოხდება ერთადერთი რამ, გაძვირდება მიწა, გლეხებს გაუძვირდებათ კრედიტი, რომელსაც ისინი იღებდნენ მიწის ჩადების შედეგად. არანაირი საფრთხე არ არსებობს, იმისა რომ ქართულ მიწებს ვინმე უცხოელები მასიურად იყიდიან, თან წაიღებენ, პრობლემას შექმნიან ამის გამო . კიდევ ერთხელ ვამბობ , ამ პოპულისტური ნაბიჯით , გამოწვევენ მიწის ფასის გაძვირებას და ჯამში ეს უფრო გააღარიბებს საქართველოს მოსახლეობას",-განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

Comments
Loading...