- Advertisement -

კაპანაძე მოსახლეობას: ძალიან კარგი წარმოდგენა მაქვს თქვენს მათემატიკურ შესაძლებლობებზე

508

"აქ ითქვა სხვათაშორის რომ ჩვენს ოპონენტებსო, ჩვენზე იყო ალბათ საუბარი,  არ აქვთ კარგი წარმოდგენა მოსახლეობის მათემატიკურ შესაძლებლობებზეო. მე მაქვს ძალიან კარგი წარმოდგენა თქვენს მათემატკურ შესაძლებლობებზე და ამიტომ მარტივ მაგალითს მოგიყვანთ",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვაზე განაცხადა.

"წარმოიდგინეთ არჩევნები, რომლის შედეგად 5%-იან ბარიერს ლახავს მხოლოდ 4 სუბიექტი, პარტია ა, პარტია ბ, პარტია ც და პარტია დ. ახლა არის სამი სუბიექტი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ სუბიექტებს პროცენტული მაჩვენებლები ნაწილდება შემდეგნაირად, პირველი პარტია იღებს ხმების 20%-ს, მეორე ამ პარტიაზე ერთი ხმით ნაკლებს, მესამე პარტია იღებს ხმების 9%-ს, მეოთხე ხუთი მთელ რაღაცას და ლახავს ბარიერს. პირველი პარტია მეორეს სჯობნის ერთი ხმით მხოლოდ და მეორე მესამე და მეოთხე აპირებენ რომ შექმნან კოალიცია და შემქნან ახალი მთავრობა, იცით თუ არა რომ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემით, პირველი პარტია მიიღებს ბონუსს იცით რამდენ ხმას? ბონუს 71 ხმას და დააგროვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. ეს არის ის, რასაც გთავაზობთ დღევანდელი ხელისუფლება. 

ამიტომ ჩვენ ხშირად ვაბრალებთ ხოლმე ამ საარჩევნო სისტემას, ვამბობთ, რომ ეს არის მუსოლინის საარჩევნო სისტემა, მესმის რომ შეიძლება არ მოგეწონოთ ამის გაგონება, მესმის რომ შეიძლება არ მოგეწონოთ რომ თქვენს მიერ არჩეულმა პოლიტიკურმა ძალამ ასეთი სისტემა შემოგაპარათ, მეც არ მომეწონებოდა. არ აქვს ვის მიეცით ხმა, მეც არ მომეწონებოდა. ამ სისტემით, განსხვავებით მუსოლინის სისტემისგან, მუსილინიმ მაშინ თქვა, რომ 25%-ს თუ მივიღებო, მაშინ მივიღებ საკონსტიტუციო უმრავლესობასო, ამ სისტემით 20%-ით გამოდის",-განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

Comments
Loading...