- Advertisement -

კაპანაძე: ოთხოზორიას მკვლელის დაუსჯელობა ხელისუფლების უპასუხისმგებლობის შედეგია

473

"ეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უკვე დადასტურდა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი იქნება დაუსჯელი, შედეგია იმ სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულების, რომელიც გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას და სამართალდამცველ ორგანოებს,“-განაცხადა ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან.

კაპანაძის თქმით ოთხოზორიას საქმეზე ხელისუფლება უმოქმედო იყო.

"თავის დროზე უსაფრთხოების სამსახურებმა არ შეასრულეს ფუნქციები ჯეროვნად და იმ ადგილზე, სადაც საქართველოს მოქალაქე მოკლეს, არ იყვნენ წარმოდგენილები, ეს არის პირველ რიგში ამის ბრალი და მერე, მთელი სახელისუფლებო აპარატის ბრალი, რომელმაც ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო დასჯილი. პრაქტიკულად სრული ჩავარდნაა სახელისუფლებო გუნდის და სამართალდამცველი ორგანოების,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ,რომ ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული კანდი ოღლის მიმართ, დე-ფაქტო აფხაზეთმა სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

Comments
Loading...