- Advertisement -

კაპანაძე: პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს მოსმენების კანონს, მზად ვართ მარგველაშვილს შევხვდეთ

579

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო უნდა დაადოს. მისივე თქმით, მზად არიან ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტს არგუმენტები გააცნონ. 

"კანონი მოსმენების შესახებ არის არაკონსტიტუციური. არასწორად მიიღეს, მათ შორის იყო პრეცედურული დარღვევებიც. ახლა მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ვეტო გამოიყენოს და ეს არაკონსტიტუციური კანონი არ შევიდეს ძალაში. ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ პრეზიდენტს, გვქონდეს კონსულტაციები, ჩვენი არგუმენტები გავაცნოთ და ზოგადად დავასაბუთოთ თუ რატომ არის არასწორი ამ კანონის მიღება’’,- აცხადებს სერგი კაპანაძე.

Comments
Loading...