- Advertisement -

კაპანაძე: სააკაშვილის პოლიტიკური დევნით არაფერი გამოუვათ, თუმცა ქვეყნის პრესტიჟი შეილახება

493

"დიდი ალბათობით საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს პოლიტიკურ დევნას და შეეცდება მოახდინოს ექსტრადირება საქართველოს მესამე პრეზიდენტის",-ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი სერგი კაპანაძე აცხადებს. 

"ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება იმიტომ, რომ ის დაზიანებული რეპუტაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს პოლიტიკური დევნის შედეგად კიდევ უფრო იქნება დაზიანებული. საბოლოო ჯამში, არაფერი გამოუვათ, მაგრამ შედეგი იქნება ის, რომ ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი ამ მცდელობის შედეგად კიდევ უფრო გაუარესდება,’’ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

Comments
Loading...