- Advertisement -

კაპანაძე უმრავლესობას: პრეზიდენტს ამბრაზურასავით რომ გადაეფარეთ, უკვე თვლით, რომ არანაირი დანაშაული არ ყოფილა?

24

“ახლა რომ ამბრაზურასავით გადაეფარეთ, ანუ თქვენ უკვე თვლით, რომ არანაირი დანაშაული არ ყოფილა? ანუ თქვენ უკვე წინასწარ ამბობთ, რომ არანაირი კორუფციული პოტენციური პრობლემაც კი არ არის?
არ მიკვირს, რომ იცავთ პრეზიდენტს და თქვენ მიერ გაყვანილ და იქ დასმულ ადამიანს ქალბატონ ზურაბიშვილს, მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე, ახლა რომ ამბრაზურასავით გადაეფარეთ ანუ თქვენ უკვე თვლით, რომ არანაირი დანაშაული არ ყოფილა? ანუ თქვენ უკვე წინასწარ ამბობთ, რომ არანაირი კორუფციული პოტენციური პრობლემაც კი არ არის? ამას ამბობთ? – განაცხადა სერგი კაპანაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე და განმარტა, რომ კორუფციული ფაქტი თუ იკვეთება, გამოძიებული უნდა იყოს.
„წინა ხელისუფლებას ცუდი რაღაც ჰქონდაო გაკეთებული, გამოიძიეთ მერე, კიდევ 8 და 9 წლის შემდეგ აქეთ გვამადლით?! დადექით და გამოიძიეთ თუ რამე ისეთი მოხდა. მათ შორის, შეწყალების კუთხით, რომელშიც კორუფციული ნიშნები იკვეთებოდა. ადექით და გამოიძიეთ! აქ რა განსახილველი თემაა ეგ. და ვთქვათ, ცუდი იყო სააკაშვილი რომ შეიწყალა 1000 ადამიანი, ამის გამო, დღეს თუ იგივე ცუდი რაღაც გააკეთა ზურაბიშვილმა ეს ამბავი არ უნდა გამოიძიოთ? საერთოდ რა ლოგიკა არის ამაში?“- განაცხადა სერგი კაპანაძემ ბიუროს სხდომაზე.
მისივე თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ მმართველი პარტია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას ჩააგდებს.
მისი თქმით, მმართველ პარტიას უნდა ესმოდეს, რომ ინიციატივის ჩაგდება პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს.
„საკითხი დადგეს დღის წესრიგში, ჩააგდეთ როგორც ბევრჯერ გაგიკეთებიათ, ოღონდ ჩაგდება უნდა გესმოდეთ, რომ ნიშნავს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას. თქვენ გინდათ, რომ გამოძვრეთ – თან პასუხისმგებლობა არ აიღოთ, ერთი მხრივ, და თან ისე, რომ პრეზიდენტმა აიღოს და ესე არ გამოვა. აქამდე ხომ აკეთებდით კრიტიკულ განცხადებებს, რომ თქვენც შეშფოთებული იყავით, რომ ახალგაზრდის მკვლელი გამოუშვეს. თქვენც შეშფოთებული იყავით, რომ ნარკორიალიზატორი, სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებული გამოუშვეს. ხო ამბობდით აქამდე ? და ეს საქმეები არ არის გამოძიებული, არ იძიებს ამას პროკურატურა. ახლა ეს შეშფოთება გადაზარდეთ კონკრეტულ პოლიტიკურ პოზიციაში და დააფიქსირეთ გინდათ, რომ ეს საკითხები იყოს გამოძიებული თუ არ გინდათ. და არა ათი წლის წინანდელი ბოდიში და „ბაიკების“ მოყოლა, რომ აი იქაც ეს ხომ ცუდი იყო. შევარდნაძის დროსაც იყო და იმის წინაც და ამით გავამართლოთ თუ რამე ცუდი მოხდება?!“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, „ევროპული საქართველო“ სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს განხორციელებულ შეწყალების საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. შესაბამისი დადგენილების პროექტი ბიუროს დღეს წარედგინა.
The post კაპანაძე უმრავლესობას: პრეზიდენტს ამბრაზურასავით რომ გადაეფარეთ, უკვე თვლით, რომ არანაირი დანაშაული არ ყოფილა? appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...