- Advertisement -

კაპანაძე: ჩვენი მომხრეები მარგველაშვილს მხარს არ დაუჭერენ, მან პოლიტპატიმრები არ გაათავისუფლა

366

კითხვაზე შეიძლება თუ არა იყოს გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის გამაერთიანებელი რესურსის მატარებელი თუკი ის ამას მოინდომებს? – "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი სერგი კაპანაძე ასე პასუხობს:

"მე არ მინდა კონკრეტულ პიროვნებებზე საუბარი, რადგან სანამ თანამშრომლობა არ არის დაწყებული ეს არასწორია პრინციპულად. რახან თქვენ ახსენეთ გეტყვით, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის "ნაცმოძრაობის" მომხრე… არ მინდა ვისაუბრო პარტიაზე რომლის წევრი არ ვარ, მაგრამ იგივე "ევროპული საქართველოს" მომხრეები გიორგი მარგველაშვილს მხარს არ დაუჭერს. თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას შეეძლო მარტივად დაესრულებინა პოლიტიკური დევნა საქართველოში და გაეთავისუფლებინა პოლიტპატიმრები და ეს არ გააკეთა. ან თუნდაც განათლების მინისტრობის დროს რაც მან გააკეთა თავისუფალ უნივერსიტეტთან დაკავშირებით", – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

Comments
Loading...