- Advertisement -

კაპანაძე: “ხიშბა-სიგუას” სიას საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენა არ ექნება

119

"ხიშბა-სიგუას" სიაზე სერიოზული კომენტირება არ არის საჭირო, რადგან ვთვლი, რომ ამ სიას საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე არანაირი ეფექტი და გავლენა არ ექნება"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ევროპული საქარველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.როგორც განმარტავს, ამ სიას არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური შედეგი არ მოჰყვება.

"რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სია ვნახე. მარტივად შემიძლია ვთქვა, რომ სიას საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე არანაირი ეფექტი და გავლენა არ ექნება, სიაში მოხვედრილი ვინც არ უნდა იყოს, მას ასევე არც იურიდიული ლეგიტიმაცია არ ექნება და არც არანაირი შინაარი არ აქვს. ჩემი აზრით, უაზრო ნაბიჯი და უაზრო გადაწყვეტილებაა, ეს არის მათი უფლება, თუმცა ამას არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური შედეგი არ მოჰყვება.

რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და რთულად ეკიდება იმ ადამიანებს, იქნებიან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები თუ მოქმედი პოლიტიკოსები, რომლებიც მათი აზრითაც, არიან შემჩნეულნი რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ.

ამ სიით არაფერი შეემატება და არ მოაკლდება არც ამ ადამიანებს და არც საქართველოს. სერიოზული კომენტირება და გამოხატულება არაადეკვატურია. ეს ვიღაცის რაღაც შიდა თამაში და სერიოზულ კომენტირებას არ საჭიროებს"-განაცხადა კაპანაძემ.

Comments
Loading...