- Advertisement -

კაციტაძე საარჩევნო სისტემაზე: ეს ნიშნავს პლურალისტური პოლიტიკის მკვლელობას საქართველოში!

525

"გაუნაწილებელი მანდატები ყველა ჩემია, ეს ნიშნავს პლურალისტური პოლიტიკის მკვლელობას საქართველოში ",-ამის შესახება ახალი მემრჯვენეების ლიდერმა მამუკა კაციტაძემ რუსთავი 2-ის ეთერში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა. 

"თუ აქამდე იყო გზავნილი, რომ შუა უნდა გაიკრიფოს, ახლა არის გზავნილი, რომ პოლიტიკა მოკვდეს და ყველა უნდა გაიკრიფოს",-განაცხადა მამუკა კაციტაძემ. 

კაციტაძე აცხადებს, რომ თუ კონსტიტუციაში არ ჩაიწერება, რომ ქუთაისი უნდა იყოს საპარლამენტო დედაქალაქი, მას ხელისუფლება თბილისში გადმოიტანს. 

თუ ამას გამოსავალი ქვია, დღეს და ახლო მომავალში არის ორი საშუალება, რომ მაქსიმალურად ობიექტური და არა დემაგოგიაზე დაყრდნობილი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას და როცა ვახსენებ საზოგადოებას არ შემიძლია განსაკუთრებულად არ მივამართო ქუთაისელებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ დარჩა ქუთაისში პარლამენტი, არ დაიჯეროთ, როგორც კი კონსტიტუციიდან ამოვა ნორმა, რომ ადგილსამყოფელი არის ქუთაისი, ხელისუფლებას ექნება უფლება, რომ კომიტეტის, ბიუროს სხდომებს ხომ ატარებდა, ხომ მუშაობდა თბილისის პარლამენტში, ასევე გააგრძელოს მუშაობა თბილისის პარლამენტში, თუ არადა და დაიმახსოვრეთ ჩემი ნათქვამი, როგორ ცხვირწინ ააცლიან ქუთაისს იმ ერთადერთ სასუნთქს, რასაც ქვია იქ არსებული პარლამენტი",-განაცხადა მამუკა კაციტაძემ. 

Comments
Loading...