- Advertisement -

კაციტაძე ხელისუფლებას: რატომ უშლით პარტიებს ერთად ყოფნას თუ მათ ერთად უნდათ?

614

ახალი მემრაჯვენეების ლიდერი მამუკა კაციტაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ მოდელს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ამ მოდელის თანახმად პარტიები საარჩევნო ბლოკს ვერ შექმნიან. რუსთავი 2-თან საუბრისას კაციტაძე იხსენებს, რომ საქართველოში ხელისუფლების სულ ოთხჯერ შეიცვალა საქართველოში ხელისუფლება და ოთხივე ძალამ წინა ხელისუფლებაზე ბლოკის პრინციპით გაიმარჯვა. 

"ქართული ოცნება გვეუბნება, რომ იყოს პროპორციული, დაკარგულ ხმებს მთლიანად წავიღებ მე, ბარიერს არ დავწევ, ისევ 2-3-4 პარტია იქნება პარლამენტში და რაც მთავარია, ბლოკი არავინ არ უნდა შექმნათ, იმიტომ რომ ბლოკი რომ შექმნათ, ხომ შეიძლება, რომ მე გადამირჩიოთ, მე მუდმივად უნდა ვიყო, ჩვენ კი ვეუბნებით, რომ რატომ უშლით პარტიებს ერთად ყოფნას თუ მათ ერთად ყოფნა უნდათ?"-განაცხადა მამუკა კაციტაძემ. 

Comments
Loading...