- Advertisement -

კახაბერ ოქრიაშვილი: პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ დავუჭერ

22

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლ​ის საკონსტიტუციო ცვლილებებს, წალკისა და დმანისის მაჟორიტარი კახაბერ ოქრიაშვილი მხარს არ დაუჭერს.

“მე არ ვუჭერ მხარს, სრულად, დახურულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. გუშინწინ ესპანეთში იყო, მორიგი რიგგარეშე არჩევნები. ბოლო 5 წელიწადში მეხუთედ და მაინც შედეგი ვერ დადო ვერცერთმა პარტიამ. წარმოდგინეთ, გამარჯვებულმა პარტიამ კი 3 მანდატი დაკარგა და მომავალშიც ესპანეთს არ ეყოლება ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება.
ჩვენც მომავალში არ გვეყოლება ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება, როდესაც ჩვენ გადავალთ ამ საარჩევნო სისტემაზე.
პრაქტიკულად არცერთი მაჟორიტარი არ უჭერს მხარს, მაგრამ შესაძლებელი მხარი დაუჭირონ ამ კანონპროექტს, რადგან გუნდური თამაშ წესებს ითვალისწინებენ.
მე არ ვიცი რა პოზიცია აქვს ბიძინა ივანიშვილს, შეხვედრა არ მქონია, მაგრამ ჩემი ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება”, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლ​ის საკონსტიტუციო ცვლილებების პლენარულ სესიაზე განხილვას იწყებს

 

Comments
Loading...