სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან რკინიგზის აღდგენაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცურეა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა.
"პირველად მესმის ეს საკითხი. ეს არ არის სწორი ინფორმაცია. თუ ამაზე რამე გადაწყვეტილება იქნება მიღებული…
მთვარობაში მსჯელობაც კი არ ყოფილა ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით. ასე რომ, ეს არის სიცრუე. ოპოზიცია ბევრ რამეს ამბობს და ძალიან ბევრ სიცრუეს", – განაცხადა კახა კალაძემ.