- Advertisement -

კახა კალაძე: ბაღებში კვების მენიუს შემცირებაზე დაუსაბუთებელი ბრალდებები პოლიტიკური სპეკულაციაა

453

თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საბავშვო ბაგა-ბაღების მენიუსთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა.

"მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ბაგა-ბაღებში კვების რაციონთან დაკავშირებულ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, თითქოს მერიამ შეამცირა საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი კვების მენიუ. სრული პასუხიმგებლობით მინდა გითხრათ, ეს არის დიდი ტყუილი და სიცრუე. შეგახსენებთ, გაეროს ბვაშვთა ფონდი დიდი ხანია აღნიშნავს, რომ საქართველოში ბაგა-ბაღების მენიუს მიხედვით გათვალისწინებული კალორაჟი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. შესაბამისად, 2017 წლის ოტრომბრის თვეში, საქართველოს მტავრობად მიიღო 487-ე დადგენილება, რომლის მიხედვით განისაზღვარ კალორაჟის ახალი ნომრა, რის მიხედვითაც დამტკიცდა ახალი მენიუ საერთაშრისო ნომრებისა და სტანდარტების შესაბამისად, ჯანდაცვის სპეციალისტების ჩართულობით. არსებულ რაციონში მოემატა ცილოვანი პროდუქტების რაოდენობა. მათ შორის, თევზის, ხორცის ყველის და რძის პროდუქტები. შმცირდა ბავშთა ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტები. მარილისა და შაქრის დღიური ნორმა. ჩვენ ვერ დავუშვებთ პოლიტიკური სპეკულაციებს ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. აქ მტავარ სიტყვას ამბობენ სპეციალისტები. ჩვენ ვალდებულები ვართ ზედმიწევით დავიცვათ მათი რეკომენდაციები და დადგენილებები",- განაცხადა კალაძემ.

 

Comments
Loading...