- Advertisement -

კახა კალაძე: ბიზნესის განვითარება ხეების ჩეხვის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს

443

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის 82-ში მწვანე ნარგავების მოჭრის ფაქტს გამოექმაურა და აღნიშნა, რომ ბიზნესის განვითარება ხეების ჩეხვის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

"ჩვენმა ხელისუფლებამ ბიზნესი გაათავისუფლა პოლიტიკური წნეხისგან, რაც არ ნიშნავს, რომ ბიზნესის განვითარება ხეების ჩეხვის, ქალაქის დასახიჩრებისა და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ხარჯზე უნდა ხდებოდეს.

თბილისის მერიამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელად. დღევანდელი ფაქტი აუცილებლად უნდა იქნას შესწავლილი, რათა პასუხი გაეცეს საზოგადოების კითხვებს. მომხდარი ცხადყოფს, რომ საჭიროა გამკაცრდეს და დაიხვეწოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, რათა ჩვენი ქალაქი რეალურად იყოს დაცული მსგავსი ფაქტებისგან.

ცხადია, არ ვართ შენებისა და განვითარების წინააღმდეგი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არ უნდა მოხდეს ბუნების განადგურების ხარჯზე.

ეკოლოგია ჩემი და ჩემი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ჩვენ-თვითმმართველობამ, საზოგადოებამ, ერთად უნდა შევცვალოთ არსებული რეალობა თბილისის ეკოლოგიის გასაუმჯობესებლად და მოქალაქეების საკეთილდღეოდ", – წერს კალაძე.

Comments
Loading...