- Advertisement -

კახა კალაძე: ბიუჯეტს გამოვითხოვთ, რადგან მასში ჩვენი პრიორიტეტები არ არის გათვალისწინებული

319

თბილისის მერი კახა კალაძე დავით ნარმანიას მიერ საკრებულოსთვის წარდგენილი ქალაქის ბიუჯეტის პროექტის გამოთხოვას და მასში ცვლილებებს გეგმავს. კახა კალაძის თქმით, დავით ნარმანიას მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტში, ახალი პრიორიტეტები გათვალისწინებული არ არის.

"ბიუჯეტს აუცილებლად გამოვითხოვთ, რადგან დავით ნარმანიას მიერ წარდგენილ ბიუჯეტში არ არის ჩვენი პრიორიტეტები გათვალისწინებული. შესაბამისად, მოგვიწევს მუშაობა და განახლებულ ვერსიას დავუბრუნებთ საკრებულოს. ბევრი პროექტი გვაქვს დაგეგმილი მომავალი წლისთვის. მათ შორისაა, გუდიაშვილის მოედნის, ორბელიანის ქუჩისა და ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია, ახალი გზეებისა და ესტაკადების მშენებლობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები", – განაცხადა კალაძემ.

Comments
Loading...