- Advertisement -

კახა კალაძე: გამარჯვებამდე დარჩა რამდენიმე საათი

340

"გამარჯვებამდე დარჩა რამდენიმე საათი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რაც მთავარია თბილისი გაიმარჯვებს", – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს.

კახა კალაძე მის მხარდამჭერებს მიმართავს, არჩევნებზე მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

"პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მხარდამჭერებს, ჩემს თანამებრძოლებს.

მართლაც სასიამოვნო გარემოა, ამინდიც ხელს გვიწყობს. რაც მთავარია, არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და თავისუფალ გარემოში. გამარჯვებამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა.

კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩემს მხარდამჭერებს, გააქტიურდით, მობრძანდით, დააფიქსირეთ თქვენი საზოგადოებრივი ვალი და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, დავიწყებთ სიცოცხლით სავსე ქალაქის შენებას", – აღნიშნა კახა კალაძემ. 

Comments
Loading...