- Advertisement -

კახა კალაძე: დიზაინის ერთიან სტილში ქართულ შრიფტს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა

444

ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ პროგრამულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

"შემუშავდება დიზაინის ერთიანი სტილი. ეს გულისხმობს წარწერების, ვიტრინების, აბრებისა და ზოგადად იერსახის მოწესრიგებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული შრიფტოს სათანადო დაცვას", – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" კახა კალაძემ თავისი პროგრამა წარუდგინა ამომრჩევლებს: "მე მინდა წარმოგიდგინოთ ის მიმართულებები,რომლებიც იქნება პროგრამაში და რომლებზეც მოგვიწევს მუშაობა მომავალი 4 წლის განმავლობაში.

ეს არის 7 მიმართულება, რომელსაც წარმოგიდგენთ:

1. ქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკა 2. სატრანსპორტო პოლიტიკა 3. ეკოლოგიური პოლიტიკა 4.სოციალუი პოლიტიკა 5.განთლების, კულტურის, სპორტისა და ახლგაზრდობის პოლიტიკა 6. ეკონომიკური პოლიტიკა 7 მართვის პოლიტიკა "პირველი პრობლემა ესაა ქალაქის ურბანული განვითარების, მათ შორის მისი ისტორიული ნაწილის ერთიანი კონცეფციის არარსებობა. ამ მიმართულებით მერიას უკვე დაწყებული აქვს მუშაობა გენგეგმაზე, შემუშავებულია გარკვეული დოკუმენტი. მიმდინარეობს განხილვები და ამაში ჩართულია სხვადასხვა ექსპერტთა ჯგუფები, არასამთავრობოები.

ალბათ იქნება შენიშვნები და მოხდება მათი განხილვა და მალე საბოლოდ მოხდება თბილისის მიწათმოწყობის გენგეგმა, რომელიც მოაწესრიგებს ქალაქის განაშენიანებისა და ქაოტური განვითარების პრობლემას. უსახური შენობები რომლებიც მომრავლდა შეიცვლება სტანდარტების მიხედვით", – ამის შესახებ თბილისის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატმა კახა კალაძემ პროგრამულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

Comments
Loading...