- Advertisement -

კახა კალაძე: დღეს ვტოვებ თანამდებობას, ჩემთვის იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ცხოვრებაში

458

"მე დღეს ვტოვებ თანამდებობას. ჩემთვის იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ცხოვრებაში",-ამის შესახებ კახა კალაძემ 5 წლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისელების თანადგომის იმედი აქვს. 

"მე, გუნდის ლიდერმა, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა წარმადგინა მერობის კანდიდატად და მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი თბილისი იყოს წარმატებული. მე მჯერა გუნდის თანადგომის, მე მჯერა თბილისელების თანადგომის რადგან, ნათქვამია, მარტო კაცი ჭამაში არ ვარგაო და ამ ერთობით ჩვენ შევძლებთ ყველა იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც აწუხებს დღეს თბილისს და თბილისში მცხოვრებ ადამიანებს. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, მადლობა გუნდს, მადლობა ჩემს თანამშრომლებს",-განაცხადა კახა კალაძემ. 

Comments
Loading...