- Advertisement -

კახა კალაძე: ვარკეთილის მეტროში მომხდარ ფაქტს ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვება

366

თბილისის მერი კახა კალაძე მეტროსადგურ „ვარკეთილში“ იმყოფებოდა, სადაც მეტროს ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 11 ადამიანი დაშავდა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

„საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. სამწუხაროდ, გვყავს 11 დაშავებული, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ნამდვილად სამწუხაროა ეს ფაქტი. ველოდებით კრიმინალისტებს, რათა მოხდეს შესწავლა, თუ რა მოხდა რეალურად. ყოველთვის ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ზოგადად, მშენებლობებს, მის ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება. ამ კონკრეტულ ფაქტს ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის აგვისტოში დასრულდა, მისი ექსპლუატაციაში მიღება კი, სექტემბერში მოხდა.

კახა კალაძის განცხადებით, ამ კონკრეტულ კომპანიას სამუშაოები აქვს ჩატარებული მეტროსადგურ „ახმეტელზეც“, რომლის შემოწმებაც დღესვე დაიწყება.

„ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება ამ კონკრეტულ ფაქტს. შემთხვევითი არ არის, რომ მე ყოველთვის მშენებლობის ხარისხზე და მის გაუმჯობესებაზე ვსაუბრობ. შესაბამისად, ძალიან მაკაცრი ვიქნებით და თავს არ დავუხრით ასეთ მდგომარეობას“,- აღნიშნა კახა კალაძემ. 

Comments
Loading...