- Advertisement -

კახა კალაძე: ზაჰესის ხიდი არ ჩანგრეულა – ეს იყო ოპონენტების მორიგი ტყუილი

366

თბილისში, ზაჰესის ხიდის ჩანგრევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

"ახლა ვიმყოფები ზაჰესის ხიდთან, სადაც საუბარი იყო, რომ რამდენიმე დღის წინ ეს ხიდი ჩაინგრა. ეს არის ძალიან დიდი სიცრუე. მე აქ მოვედი იმის გამო, რომ დაგარწმუნოთ ოპონენტები როგორ ცრუობენ და ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ საარჩევნო გარემო და სიცრუეში შეიყვანონ თბილისის ამომრჩეველი, მაგრამ ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ. იმიტომ, რომ წლები, როდესაც ერთ კონკრეტულ პარტიას ჯიბეში ედო ტელევიზიები, მედია, ეს ჩვენ მშვიდობიანი გზით ჩავაბარეთ წარსულს და არასდროს ქვეყანაში ეს დრო არ დაბრუნდება.

დღეს მედია თავისუფალია, არ ბნელა ქვეყანაში, არაფერი არ იმალება, არავის ვაპატიებთ იმ სიცრუეს, რასაც ისინი მიზანმიმართულად ავრცელებენ დ უნდათ, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ".

Comments
Loading...