- Advertisement -

კახა კალაძე: კომპანიებს მოჭრილი ხის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხა გაეზრდებათ

318

სამშენებლო კომპანიებს, რომლებსაც დასრულებული აქვთ პროექტი, მაგრამ მწვანე ნარგავების საკომპენსაციო თანხა არ აქვთ გადახდილი, მოჭრილი ხის სანაცვლოდ , დარგვა და მისი მოვლა-პატონობა დაევალებათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა აკალაძემ, შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებს დაავალა, მოამზადონ ცვლილებების პროექტი, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, სადაც სამშენებლო კომპანიებს მოჭრილი ხის სანაცვლოდ 700 ლარზე მეტი თანხის გადახდა დაევალებათ.

"რაც შეეხება ისეთ პროექტებს, რომელზეც შესაბამისი პროცედურები დასრულებულია, მაგრამ მწვანე ნარგავის საკომპენსაციო თანხა არ არის გადახდილი, გავალებთ, რომ დაინტერესბულ პირს, მოჭრის სანაცვლოდ დარგვა და მოვლა პატრონობა დაავალოთ.

უმოკლეს ვადაში მოამზადეს სამართლებრივი ცვლილებები საჭიროების შემთხვევაში, მწვანე ნარგავების საკომპენსაციო თანხის რამდენჯემე გაზრდასთან დაკავშირებით, ვინაიდან არსებული პრაქტიკით საკომპენსაციო თანხა დღეს საშუალოდ 700 ლარს შეადგენს, რაც არასერიოზული და არაადეკვატურია. დაიხმარეთ პარლამენტი, აუცილებლად დაგეხმარებიან, შემოსული თანხები აუცილებლად მიმართული უნდა იყოს მწვანე სივრცეების მოწყობაზე", – აღნიშნა კახა კალაძემ. 

Comments
Loading...