- Advertisement -

კახა კალაძე: ლილოს ნაგავსაყრელი იქ მცხოვრები ადამიანებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს

294

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ნარჩენების მართვის ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი.

როგორც დედაქალაქის მერმა ''თბილსერვის ჯგუფის'' ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელება აუცილებელია.

„ნარჩენების მართვის ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებითაც გვაქვს ნაკისრი და ჩვენც იმ დონეზე ვართ მისული, რომ ამ კუთხით რეფორმების განხორციელება აუცილებელია. აუცილებელია, ნარჩენების სეპარირება განხორციელდეს. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეიცვალოს და გამოსწორდეს. ლილოს ნაგავსაყრელი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Comments
Loading...